პრაქტიკოსთა ქსელი რა არის?
პრაქტიკოსთა ქსელი არის ქსელური, ტრანსნაციონალური ცოდნის გადაცემის და სწავლის მიდგომა, რომლის მიზანია ადამიანთა ჯგუფის გაერთიანება, რომელთაც აკავშირებთ საერთო დამოკიდებულება საქმის მიმართ და რეგულარული ურთიერთობით სწავლობენ უკეთესს გზებს.
კონცეფციას საფუძველი ჩაეყარა 1990 წელს მეცნიერების, ჯინ ლეივისა და ეტიენ ვენგერის მიერ. მას შემდეგ, ეს მიდგომა იქცა ერთსა და იმავე სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური გზად.
პრაქტიკოსთა ქსელი შესაძლებელია ბუნებრივად განვითარდეს, საერთო ინტერესების მქონე მონაწილეების არსებობის შედეგად, ან კონკრეტულ სფეროშიმი ცოდნის მიღების მიზნით ზანმიმართულად შეიქმნას.
პრაქტიკოსთა ქსელის წევრები, როგორც წესი, საერთო სფეროს პრაქტიკოსები ან ექსპერტები არიან.
პრაქტიკოსთა ქსელი ხელს უწყობს წევრებს შორის ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, პრობლემების გადაჭრას და ქმნის ურთიერთსასარგებლო შესაძლებლობებს კონკრეტულ სფეროში.