AGREEN პრაქტიკოსთა ქსელი

პრაქტიკოსთა ქსელი არის   კონკრეტულ სფეროში ქსელური და ტრანსნაციონალური ცოდნის გადაცემისთვის ერთ-ერთი ეფექტური მიდგომაა.

AGREEN-ის პრაქტიკოსთა ქსელი შეიქმნა შავი ზღვის აუზის ქვეყენებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის

პრაქტიკოსთა ქსელი რა არის?

პრაქტიკოსთა ქსელი არის  ქსელური, ტრანსნაციონალური ცოდნის გადაცემის და სწავლის მიდგომა, რომლის მიზანია ადამიანთა ჯგუფის გაერთიანება, რომელთაც აკავშირებთ საერთო დამოკიდებულება საქმის მიმართ და რეგულარული ურთიერთობით სწავლობენ უკეთესს გზებს.

კონცეფციას საფუძველი ჩაეყარა 1990 წელს  მეცნიერების, ჯინ ლეივისა და ეტიენ ვენგერის მიერ.  მას შემდეგ, ეს მიდგომა იქცა ერთსა და იმავე სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური გზად.

პრაქტიკოსთა ქსელი შესაძლებელია ბუნებრივად განვითარდეს, საერთო ინტერესების მქონე მონაწილეების არსებობის შედეგად,  ან კონკრეტულ სფეროშიმი ცოდნის მიღების მიზნით ზანმიმართულად შეიქმნას.

პრაქტიკოსთა ქსელის წევრები, როგორც წესი, საერთო სფეროს პრაქტიკოსები ან ექსპერტები არიან.

პრაქტიკოსთა ქსელი ხელს უწყობს წევრებს შორის ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას, ცოდნისა და  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, პრობლემების გადაჭრას და ქმნის ურთიერთსასარგებლო შესაძლებლობებს კონკრეტულ სფეროში.

elderly-person-children-holding-plant-scaled.jpg

AGREEN -ის პრაქტიკოსთა ქსელი

AGREEN-ის პრაქტიკოსთა ქსელი არის ექსპერტთა ჯგუფი შავი ზღვის აუზის ქვეყენებიდან, რომლებსაც კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ყველა ასპექტის განვითარებაში საერთო ინტერესი და გამოცდილება აკავშირებს.

AGREEN-ის პრაქტიკოსთა ქსელი შეიქმნა AGREEN-ის პროექტის პარტნიორების მიერ და აერთიანებს მკვლევარებს, პრაქტიკოსებს, მეწარმეებს და მწარმოებლებს, ასევე, დარგობრივ ან ბიზნეს ორგანიზაციებს (მაგალითად, პალატები, კოოპერატივები, ასოციაციები და ა.შ.).

AGREEN-ის პრაქტიკოსთა ქსელს პროექტის ქვეყნებში ეროვნული საკონტაქტო პირები წარმოადგენენ. ასეთი საკონტაქტო პირები წარმოადგენენ პროექტის კორდინატორებსა და პრაქტიკოსთა ქსელის წევრებს (ექსპერტები, დანიშნული პროექტის პარტნიორების მიერ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტის ძირითადი შედეგების განვითარებაში) ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთსა და საბერძნეთში.

AGREEN -ის პრაქტიკოსთა ქსელის აქტივობები

icon-general-public.png

პროექტის ექპერტებს შორის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის კორდინაცია

icon-general-public.png

კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა რეგიონულ, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე

icon-general-public.png

შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის კვლევითი და განვითარების აქტივობები

icon-general-public.png

კლიმატ-გონივრული სადემონსტრაციო მოდელების შემუშავება შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის

icon-general-public.png

შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ონლაინ პლატფორმის მხარდაჭერა კონსერვაციისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული მწარმოებლების დასაკავშირებლად

icon-general-public.png

„მეწარმოება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზში“ ტრენინგ-კურსის შემუშავება და ჩატარება

og-objectives.jpg

AGREEN Community of practice
Contact Points

COP Code of Ethics

GET IN TOUCH